მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში ღვინის ექსპორტი შემცირდა - რუსეთზე კი ექსპორტის 66.7% მოდის

6491697cc25af
ვიქტორია მღებრიშვილი
20.06.23 14:23
857
საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში 29.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ ღვინის ექსპორტით ამ პერიოდში 103 მილიონ 252 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ღვინოებმა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო სასაქონლო რეიტინგში 8.4%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა. მთლიან ექსპორტში კი 4.1%-ით მესამე ადგილს იკავებს. 

ღვინის ექსპორტის ისტორიაში, იანვარ-მაისის პერიოდისთვის დაფიქსირებული მაჩვენებელი როგორც ღირებულებით ისე მოცულობით რეკორდულია. ჯამში საქართველოდან სხვადასხვა 35 603 ტონა ღვინო გაიყიდა.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ტრადიციულად რუსეთი იკავებს. პირველი 5 თვის მონაცემებით, რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 66.7%-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოდან რუსეთში ღვინის რეალიზების მაჩვენებელი ღირებულებით 49.9%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 47.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, მაგალითისთვის ევროკავშირში ღვინის ექსპორტი იანვარ-მაისის მონაცემებით, 10.4%-ით შემცირდა, რაც 2009 წლიდან ღვინის ექსპორტის ყოველწლიური მზარდი დინამიკის პირობებში პირველად მოხდა. ჯამში ამ პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში 11 მილიონ 551 ათასი დოლარის ღირებულების 3 673 ტონა ღვინო გაიყიდა.

ღვინის რეალიზების მაჩვენებელი ამავე პერიოდში 48.9%-ით გაიზარდა დსთ-ის ქვეყნებში. ჯამში ამ ბაზრებზე 82 მილიონ 089 ათასი დოლარის 29 509 ტონა ღვინო გაიყიდა.

აღსანიშნია ისიც, რომ უკრაინის მიმართულებით გასულ წელს არსებული ღვინის ექსპორტის კლების ტენდენცია შეიცვალა და მიმდინარე წელს ქართული ღვინის რეალიზების მაჩვენებელი მზარდია. 5 თვის მონაცემებით უკრაინაში ღვინის ექსპორტი 67.3%-ით გაიზარდა.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:

1. რუსეთი - 69.1 მლნ დოლარი, 25 253 ტონა;
2. პოლონეთი - 5.4 მლნ დოლარი, 2 128 ტონა;
3. ჩინეთი - 5.1 მლნ დოლარი, 1 479 ტონა;
4. უკრაინა - 4.9 მლნ დოლარი, 1 760 ტონა;
5. ყაზახეთი - 4 მლნ დოლარი, 1 193 ტონა;
6. ბელარუსი - 3.1 მლნ დოლარი, 1 077 ტონა;
7. აშშ - 1.9 მლნ დოლარი, 292 ტონა;
8. გერმანია - 1.8 მლნ დოლარი, 395 ტონა;
9. ლატვია - 1.6 მლნ დოლარი, 477 ტონა;
10. ლიეტუვა - 823 ათასი დოლარი, 250 ტონა.


რუსეთისთვის ღვინის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოა - მედია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები