ევროკავშირში რუსული მილსადენის ბუნებრივი აირის შესყიდვები მკვეთრად დაეცა, თუმცა Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაზრდილია გათხევადებული LNG გაზის იმპორტი. ანალიტიკური კომპანია Kpler-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც ბუნებრივი აირის ტანკერების მოძრაობას ადევნებდა თვალყურს, ევროკავშირის ქვეყნები - ესპანეთი და ბელგია რუსეთისთვის თხევადი გაზის უმსხვილესი ბაზარი იყო ჩინეთის შემდეგ.
ორგანიზაცია Global Witness-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წლის განმავლობაში 5.3 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი შეისყიდეს.
ანგარიშის მიხდვით, რუსული LNG-ის ექსპორტის 52% ევროკავშირის ბაზარზე მიემართება.
2023 წლის მარტში, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის კომპანიებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსული LNG-ის ყიდვა. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერიმ კი სთხოვა ესპანურ კომპანიებს მყიდველებს აღარ განეახლებინათ კონტრაქტები რუსულ გაზზე და არსებულ სიტუაციას "აბსურდული" უწოდა.