ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური პაკეტი, შესაძლოა, 19-20 მარტის ევროკავშირის სამიტამდე განიბლოკოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიევმა ნავთობსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებისთვის ევროკავშირის ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებაზე თანხმობა განაცხადა.
ცნობისთვის, აქამდე მთავარ დაბრკოლებად უნგრეთი მიიჩნეოდა, რომელიც რუსეთის მიერ დაზიანებული მილსადენის აღდგენაზე უკრაინის უარის გამო კიევს დახმარების პაკეტს უბლოკავდა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ არაერთხელ თქვა, რომ ბლოკი საკითხს იქამდე არ მოეხსნებოდა, ვიდრე „დრუჟბის“ მეშვეობით ნავთობის ტრანზიტი არ განახლდებოდა.




























