მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU უკრაინისთვის რუსული აქტივებიდან €170 მილიარდის გადაცემას გეგმავს

ევროკავშირი უკრაინა

ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის უკრაინისთვის გრძელვადიანი სესხის სახით გადაცემას გეგმავს.

ამჯერად საქმე ეხება 170 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინისათვის რამდენიმე ტრანშად შეიძლება იქნეს გამოყოფილი.

როგორც ფონ დერ ლაიენი რეპარაციის სქემასთან დაკავშირებით ამბობს, რუსული აქტივების ძირი ხელუხლებელი უნდა დარჩეს, თუმცა გენერირებული სარგებელი პირდაპირ შეიძლება იქნეს უკრაინისთვის გადაცემული.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 300 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული, რომელთან წვდომა მოსკოვს არ აქვს.

მართალია, G7-მა უკრაინას უკვე გადასცა $50 მილიარდის მოცულობის სესხი ამ აქტივებიდან, რომლის გაქვითვა აქტივების მიერ გენერირებული სარგებლით მოხდება, ანუ ის ფაქტობრივად გრანტი იქნება, თუმცა ეს ცალკეული შემთხვევა იყო და დასავლურ სახელმწიფოებს რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო ხედვა ჯერაც არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები