მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU წარმოუდგენელია უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე - ურსულა ფონ დერ ლაიენი

64a3b4a269d12
თამთა ჯიჯავაძე
04.07.23 09:54
503
ევროკავშირი წარმოუდგენელია უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან ყურადღება უკრაინაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრიორიტეტი ამ ქვეყანასთან მიმართებით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება ფინანსური დახმარება 50 მლრდ ევროს გეგმის ფარგლებში, ასევე რეფორმების მხარდაჭერა, სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება.

„შეგვიძლია თუ არა, ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოვიდგინოთ? და ის, რომ ევროპის ეს ნაწილი ჩინეთის ან რუსეთის გავლენის ქვეშ წარმოვიდგინოთ? ეს შეუძლებელია. ასე რომ, მიმართულება ნათელია“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ EU-მ უნდა დაიწყოს დისკუსია იმაზე, თუ როგორ გახადონ ევროპა ერთიანი, რათა ეს ქვეყნები ევროკავშირის ნაწილი იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები