მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EUGBC შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონის ქვეყნების ბიზნესს გაერთიანების ინიციატივით გამოდის

ზვიად ჭუმბურიძე

ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესს საბჭო შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონის ქვეყნებიდან ბიზნესების ერთიანი პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ეს ინიციატივა 20 ნოემბერს გამართულ შავი ზღვის პლატფორმის რიგით მეხუთე კონფერენციაზე გაჩნდა, რომელშიც რვა ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა.

შუა დერეფანს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი ვერ განავითარებს, თუ არ იქნება სამთავრობო მხარდაჭერა. დერეფნის მონაწილე ყველა ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს, რომ ის შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა ცენტრალური აზიის და ჩვენს რეგიონს, წარმატებით განხორციელდეს და შუა დერეფანი დამკვიდრდეს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა გადაზიდვებისთვის აზიიდან ევროპისკენ“, - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე და დასძენს, რომ შავი ზღვის პლატფორმის მეხუთე კონფერენციაზე ბიზნესის მხრიდან მომზადდა გზავნილი, რომ დერეფნის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებებმა ბიზნესის ყველა ის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინონ, რაც ლოისტიკური ბიზნესის განვითარებას მოიცავს.

20 ნოემბრის შემდეგ 2 სამუშაო შეხვედრის გამართვაზე შევთანხმდით. ერთი იქნება ბათუმში 2026 წლის დასაწყისში და შემდეგ გვინდა ყაზახეთში ჩავატაროთ ერთი დიდი შეკრება, სადაც შავი ზღვის პლატფორმის ყველა მონაწილე მოიყრის თავს და შეიქმნება სამდივნო საბჭო. ჩვენ შევთავაზეთ, რომ იყოს შავი ზღვის პლატფორმა, მაგრამ დამფუძნებლები შეიძლება გახდნენ ყაზახებიც, უზბეკებიც, აზერბაიჯანელებიც და სომხეიც. აქსიმალურად გახსნილები ვართ, რომ საბოლოო ჯამში ბიზნესის მხრიდან ერთი ხმა შევქმნათ თუ რა სჭირდება შუა დერეფნის განვითარებას. თუ ამ პლატფორმაში თითოეული ქვეყნიდან ბიზნესის ერთი წარმომადგენელი მაინც გაერთიანდება და დაახლოებით ეს იქნება რვა-ცხრა მონაწილე, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ერთიანი ხმა ყველა ქვეყნიდან, რომელიც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ხელისუფლებებზე. რადგან ამ კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, რომლებიც შუა დერეფანს აცოცხლებენ, უკეთესად იციან რა პრობლემატური საკითხები დგას“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

EUGBC-ის გენერალური მდივანი ქვეყნების მხრიდან შუა დერეფნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილებების აუცილებლობას უსვამს ხაზს, იმისთვის რომ ტრანსკასპიურმა სატრანსპორტო მარშრუტმა განვითარების მომენტუმი არ დაკარგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები