მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eurocontrol-ის წევრები უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად ფონდს შექმნიან - იგეგმება 46.5 მლნ ევროს დონაცია

63807a221a1db
მარიამ ვარადაშვილი
25.11.22 12:33
597
Eurocontrol-ის წევრი ქვეყნები სოლიდარობის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. შედეგად ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციაში რამდენიმე ფონდი სხვადასხვა მიზნით უნდა შეიქმნას.

პირველი ფონდი კრიზისის პირობებში წევრი ქვეყნების დახმარებას ითვალისწინებს. ამას გარდა, წევრმა ქვეყნებმა ორგანიზაციას სთხოვეს შექმნას და მართოს ფონდი უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად, რომლებიც ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ჯამში ამ ორი ქვეყნისთვის 46.5 მლნ ევროს დონაცია იგეგმება. წევრმა ქვეყნებმა ასევე უნდა გამოყონ 46.1 მლნ ევროს მოცულობის სესხი ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის დასახმარებლად. ეს თანხა თანამშრომლების გადამზადებას და სხვა ხარჯერბს მოხმარდება, რომლებიც საჰაერო ოპერირებისთვის არის საჭირო.

“პუტინის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ევროპის საჰაერო ტრაფიკზე. EUROCONTROL სოლიდარულია უკრაინის და სხვა წევრი იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა ავიაციაც სერიოზულად დაზარალდა ომის გამო. ეს გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს კოლექტიურად დავეხმაროთ ნებისმიერ ქვეყანას, რომლებიც ასეთ ვითარებაში არიან ან მომავალში იქნებიან”,-აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი ემონ ბრენანსი.

ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები