მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU–ს წევრები არ გამორიცხავენ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რეჟიმს არღვევენ

5ea29a8af1f9e
ნათია თაქთაქიშვილი
24.04.20 23:50
3285
ევროკავშირმა 7-გვერდიანი სპეციალური დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც 27 ქვეყნის დიპლომატი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რადგან ხშირია ვიზალიბერალიზაციის დარღვევის შემთხვევები. ამის შესახებ შენგენის ვიზის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თანხმდებიან ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანასთან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში შენგენის რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ევროპასთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს და იყენებენ არალეგალური მუშაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ გერმანია და შვედეთი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რადგან ქართველი კრიმინალური ჯგუფები ვიზია ლიბერალიზაციას დანაშაულებრივი მიზნებისთვის იყენებენ.

დაახლოებით, ერთი წლის წინ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააფრთხილა საქართველოს მოსახლეობა, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა „გარკვეული საფრთხის ქვეშ იყო“, რადგან ევროპული ქვეყნები შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ ზოგიერთი ქართველი "ბოროტად იყენებს ვიზა ლიბერალიზაციას“.

ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ საქართველოს შეიძლება ჩამოერთვას ვიზა ლიბერალიზაცია და არ არსებობს რეალური რისკი უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის". 

მაგრამ ახალი დოკუმეტის მიხედვით, თუკი გაჟონილ ინფორმაციას დავეყრდნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გამორიცხავენ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისთვის (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), რომლებიც რეჟიმს არღვევენ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად დოკუმენტი განხილვის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები