ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს, რომ ეუთო/ODIHRd-ის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ დარღვევებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.
"ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეკომენდაციები და ადამიანის უფლებების დარმღვევი პირების პასუხისმგებლობა დააყენოს. მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია", - წერს ცაჰკნა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, არჩევნების შემდეგ საჩივრები სათანადოდ არ იქნა განხილული, რაც ზღუდავდა საქმეების სამართლებრივი განხილვის შესაძლებლობას. ამას გარდა, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სერიოზული შეშფოთება არსებობდა მანამდე მიღებულ კანონთან [რუსული კანონი] დაკავშირებით, რომლითაც არჩევნებში ჩართული დამოუკიდებელი ინსტიტუტების თავისუფლება იზღუდებოდა.