ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ პლატფორმა X-ზე თავად პრეზიდენტმა დაწერა.
საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ლატვია, მხარს უჭერს ქართველ ადამიანებს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანდნენ" - წერს ედგარ რინკევიჩი.
თავის მხრივ, საუბარს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და მეგობარი ქვეყნის ლიდერს მხარდაჭერისა და პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, რომ საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში გამართულ ვიზიტში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აქტიური მონაწილეობ მიიღო", - დაპოსტა ზურაბიშვილმა.
ლიეტვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს "რუსული კანონის" მიღებამდე გუშინ ესტუმრნენ.