ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას დახმარების სახით დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
მაკრო-ფინანსური პაკეტი უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას, სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერას და მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.
გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის განმარტებით, მომავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი უკრაინას დამატებით €18-მილიარდიან დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომელიც თვეების მიხედვით, რამდენიმე ტრანშად გადანაწილდება.