მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიის განვითარების ბანკში რუსეთის წილი 44%-მდე შემცირდა

63c69c2cc2dfe
გიორგი თოლორდავა
17.01.23 17:25
515
ევრაზიის განვითარების ბანკის (EDB) მფლობელობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის წილი 65.9%-დან 44.7%-მდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსკოვმა EDB-ის საკონტროლო პაკეტი დაკარგა.

რუსეთის მიერ დათმობილი წილი თანაბრად გასხვისდა წევრ სახელმწიფოებზე, ცვლილების შედეგად კი ბანკის აქციები ასე გადანაწილდა: რუსეთი - 44.7%; ყაზახეთი - 37.3%; ბელარუსი - 5.2%; სომხეთი - 4.2%; ყირგიზეთი - 4.2% და ტაჯიკეთი - 4.2%.

ევრაზიის განვითარების ბანკი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც წევრს სახელმწიფოებს შეღავათიანი სესხებითა და პროგრამებით ეხმარება. მართალია, ბანკის უმსხვილეს ბენეფიციარად ისევ რუსეთის ფედერაცია რჩება, თუმცა საგრძნობლად შემცირებული წილით.

ექსპერტების შეფასებით, EDB-ის მფლობელობის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებითაა განპირობებული, ვინაიდან რუსეთს EDB-ის საკონტროლო პაკეტი ჰქონდა და მისი უმსხვილესი აქციონერი იყო, ამის გამო ბანკზე დასავლეთის მეორეული სანქციებიც ვრცელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები