მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევრო 2024“-ზე გასვლა EU-ის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა - ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ისტორიული გამარჯვება! გილოცავ, საქართველო. ვულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას.

დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის! „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები