მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები ქალაქ ველბერტში დაბანაკდება

ველბერტი საქართველო ევრო 2024

გერმანიაში მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით UEFA-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ ველბერტში დაბინავდება, რომელიც დიუსელდორფიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივი სტადიონი 2020 წელს გაიხსნა, 3 ათასამდე ადამიანს იტევს და აქვს 580 მანქანისთვის განკუთვნილი საკუთარი პარკინგი. მოედანთან განთავსებულია გარე სპორტული ობიექტები, სამი სპორტული დარბაზი, 10 წუთის სავალზე კი პარტნიორი სასტუმრო მდებარეობს, რომელსაც სპეც დანიშნულების სამსახური იცავს.

“ველბერტის'' საფეხბურთო გუნდი 1902 წელსაა დაარსებული და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში მე-3 უძველესი კლუბია, ხოლო ქალაქი მსოფლიოში ბოქლომებისა და საკეტების წარმოებითაა ცნობილი.

ცნობისთვის, საქართველოს ოპონენტები პორტუგალია ჰარზევინკელში დაბანაკდება, თურქეთი - ბარზინგაუზენში, ჩეხეთი კი - ნორდერშტედტში.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები