მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევრობონდების გამოშვებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები შეირჩნენ

6055a921ca800
თელარა გელანტია
20.03.21 11:47
2593
2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობას $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევრო-ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა.

26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით.

შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.

საინვესტიციო ბანკების შერჩევის შემდეგ, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები.

ევრობონდების გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები