მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებისთვის მზადაა, ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე - ფონ დერ ლაიენი

უკრაინა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებისთვის მზად არის და მათი პასუხი იქნება მტკიცე.

როგორც ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანადისთვის და მექსიკისთვის დაწესებული ტარიფები დააზარალებს დასაქმებულებს და მომხმარებლებს, გამოიწვევს შეფერხებას ეკონომიკაში და გაზრდის ინფლაციას.

"ვერ ვხედავთ, რომ ეს რაიმეს კარგს იწვევდეს, ამიტომ პრიორიტეტს ვანიჭებთ პროდუქტიულ დისკუსიებს და ადრეულ ჩართულობას. ამავდროულად, ევროკავშირი მტკიცე რჩება თავის მრავალმხრივ ვალდებულებებში, ჩვენი განვითარების ხელშეწყობიდან კლიმატის საკითხებთან დაკავშირებულ მიზნებამდე“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ტრამპმა გასული კვირის ბოლოს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მალე საბაჟო გადასახადებს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია და მაშინ როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს. დღეს, 4 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი აშშ-ს 10%-იანი ტარიფების საპასუხოდ, ამერიკიდან იმპორტირებული პროდუქტების ნაწილს ტარიფებს თავადაც უწესებს.

ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-დან იმპორტირებულ ქვანახშირს, გათხევადებულ გაზს 15%-იან ტარიფს, ხოლო ნედლ ნავთობს 10%-იან ტარიფებს დაუწესებენ. ჩინეთის მიერ დაანონსებული ტარიფები 10 თებერვლიდან შევა ძალაში. დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტიც. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი საბაჟო გადასახადების ამოქმედებისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები