მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ბოსნიას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

63987ab57cbb5
მარიამ ვარადაშვილი
13.12.22 17:11
478
ევროკავშირი ბოსნია-ჰერცოგოვინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოსნიას კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად 15 დეკემბერს მიენიჭება.

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ ბოსნიას ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმების გატარება მოუწევს.

გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღების შემდეგ ბოსნია მე-8 ქვეყანა გახდება, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. ივნისში ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, ხოლო ევროკომისიამ მზაობა გამოთქვა გარკვეული რეკომენდაციების შესრულების სანაცვლოდ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს კიდევ დაუბრუნდეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები