მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი და სომხეთი ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

სომხეთი ევროკავშირი

ერევანს 9 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ეწვევა. როგორც BMG-ის სომხეთის ბიურო იუწყება, ვიზიტის მიზანია ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის ინიციირება. სხინასი ვიზიტის ფარგლებში გეგმავს შეხვედრებს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, ევროპელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს როგორც სომხეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ცნობისთვის, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას 17 ივლისს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩმა დაუჭირა მხარი. ამას წინ უძღოდა ერევანსა და ბრიუსელს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები.

აღსანიშნავია ისიც, რომ სავიზო დიალოგის დაწყების გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროკავშირის სამშვიდობო ფონდმა სომხეთისთვის თავდაცვითი დახმარებას მხარი დაუჭირა.

EU-თან ვიზალიბერალიზაციისთვის რამდენიმე პირობაა დასაკმაყოფილებელი - სომხეთის ხელისუფლება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები