მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ირანის თავდაცვის მინისტრის სანქცირებას განიხილავს - Bloomberg

ირანის თავდაცვის მინისტრი

ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ირანის თავდაცვის მინისტრის, მოჰამედ რეზა აშთიანის სანქცირებას განიხილავს. სადამსჯელო მექანიზმის ამოქმედებას ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ იმ სამხედრო დახმარების გამო გეგმავს, რომელიც ამ სახელმწიფომ ახლო აღმოსავლეთში და წითელ ზღვაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუწია. ევროკავშირს, მოგეხსენებათ, ირანის წინააღმდეგ სანქციები ამ დრომდეც ჰქონდა დაწესებული, რაც ირანის მიერ რუსეთისა და მისი სატელიტი სახელმწიფოებისთვის სამხედრო დრონების მიწოდებას უკავშირდება.

როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ევროკავშირის ლიდერები უკვე განიხილავენ, ხოლო შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ამოქმედდება - თუმცა ამისთვის, მოგეხსენებათ, ორგანიზაციის წევრი ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა არის საჭირო. სანქციების ახალ პაკეტში ჯამში რვა ადამიანი და ორგანიზაცია არის გათვალისწინებული, ხოლო თავად შეზღუდვები მოიცავს, როგორც სავიზო შეზღუდვებს, ასევე აქტივების გაყინვას. მნიშვნელოვანია, რომ სანქციების ახალ პაკეტში არ არის გათვალისწინებული ირანის ენერგეტიკული სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები