მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აუქმებს

630f77304ae9f
მარიამ ვარადაშვილი
31.08.22 19:00
1303
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთთან ვიზის გამარტივებაზე დადებული შეთანხმება შეჩერდეს.

ეს რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის საზღვრის კვეთას გაურთულებს და გაუძვირებს.

“ვხედავთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვან ზრდას რუსეთიდან მის მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების კუთხით რისკის შემცველი გახდა. ამიტომ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შევთანხმდით სრულად შეჩერდეს ევროკავშირსა და რუსეთს შორის დადებული ვიზების გამარტივებაზე შეთანხმება”,-წერის ბორელი ტვიტერზე.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ახალი ვიზების რიცხვს, ასევე გაახანგრძლივებს ვიზის მისაღებ დროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები