მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ევროკავშირი რუსულ გაზზე დაწესებულ ემბარგოს არ გააუქმებს” - ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში

დან იორგენსენი

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დაწესებული აკრძალვის გადახედვას ან მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესის შენელებას არ აპირებს.

ბრიუსელში გამართულ სამიტზე გამოსვლისას იორგენსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ არასოდეს უნდა შეიძინოს რუსული გაზის „არცერთი მოლეკულა“. მისი თქმით, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება წარსულს ჩაბარდა და მოსკოვის მიერ ენერგიის იარაღად გამოყენების პოლიტიკა ევროპისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა.

ამ განცხადებით ევროკომისარი ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მიერ გაჟღერებულ სურვილს გამოეხმაურა. სურვილს, რუსეთთან ურთიერთობები ენერგოტარიფების ზრდის ფონზე გადაიხედოს. კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სანქციების შეჩერებას ითხოვს, ხოლო ბელგიის პრემიერი, ბარტ დე ვევერი „იაფ ენერგიაზე წვდომის აღსადგენად” რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეა. მიუხედავად ამისა, იორგენსენი ამტკიცებს, რომ ევროპა ახლა ბევრად უფრო მყარ პოზიციაშია, ვიდრე 2022 წელს, რადგან რუსული გაზის წილი ბაზარზე 45%-დან 10%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია მიმდინარე წლის ბოლოს მსგავსი აკრძალვის დაწესებას რუსულ ნავთობზეც გეგმავს.

EU-მ რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამო აკრძალვაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა გადადო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები