მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ახალი საფასო ლიმიტის დაწესებას გეგმავს

ნავთობი

ევროკომისია რუსულ ნავთობზე ახალი, მოქნილი ფასის ზედა ზღვრის დაწესებას გეგმავს, რომელიც ავტომატურად იქნება მიბმული მსოფლიო ბაზრის დინამიკაზე.

ეს ინიციატივა ევროპული სანქციების მორიგი, მე-19 პაკეტის ნაწილია და მიზნად ისახავს არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას, რომელიც ევროკავშირის შეფასებით, ახლა ნაკლებად ეფექტიანად მუშაობს.

ამჟამად მოქმედი ზღვარი, ერთ ბარელ Urals-ზე 60 დოლარი — არ შეცვლილა მისი დაწესების შემდეგ, მაშინ როცა ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო თვეებში Urals-ის ფასი ისედაც ჩამოსულია 60 დოლარზე დაბლა და ამან ფაქტობრივად აზრი დაუკარგა სანქციის არსებობას. შესაბამისად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა დინამიკური სისტემა, რომელიც ბაზრის რეალურ მოცემულობასთან იქნება სინქრონიზებული და უფრო მკაფიო ზეწოლას მოახდენს რუსეთის შემოსავლებზე.

ახალი წინადადება გულისხმობს, რომ ფასის ზღვარი ავტომატურად დაიწევს ან მოიმატებს Brent-ის ფასის დინამიკის მიხედვით, რაც თეორიულად სანქციის ეფექტიანობას გაზრდის.

უნდა აღინიშნოს, რომ $60-დოლარიან ლიმიტს არც მაშინ უმუშავია, როცა რუსული ნავთობის ფასი 70 დოლარს აღწევდა, რადგან პროდუქციის მთავარ შემსყიდველებს - ინდოეთსა და ჩინეთს ევროკავშირის სანქციები არ აღელვებთ, შესაბამისად, ლიმიტის 45 დოლარამდე დაწევას რუსეთის შემოსავლებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები