მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსული გაზის ფასზე ჭერის დაწესებაზე ვერ თანხმდება

6396e2d8677cc
მარიამ ვარადაშვილი
12.12.22 12:27
603
ევროკავშირის 12 ქვეყანა რუსულ გაზზე შეთავაზებულზე (მეგავატ საათზე 275 ევროზე) დაბალი ჭერის დაწესებას ითხოვს. როგორც Reuters წერს, ამ ეტაპზე წევრ ქვეყნებს შეთანხმების მიღწევა უჭირს.

გაზზე საფასო ჭერის დაწესება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა ჯერ შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება, ბოლოს კი თითქმის შეწყვიტა. ამან ევროკავშირის ქვეყნებში გაზზე ფასი გაზარდა, რაც თავის მხრივ ინფლაციაზე აისახა. გუშინ ამ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა საგანგებო შეხვედრაც გამართეს, თუმცა ენერგეტიკის მინისტრები საფასო ჭერზე ვერ შეთანხმდნენ. გაზზე საფასო ჭერის დაწესებაზე მსჯელობას წევრი ქვეყნები დღესაც გააგრძელებენ.

საფასო ჭერის შემცირებას 27 ქვეყნიდან მხარს მხოლოდ 12 უჭერს, მათ შორის პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვა. ამ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ გაზზე ფასის ფიქსირება ერთგვარი ფარი იქნება მათი ეკონომიკისთვის. განსხვავებული პოზიცია აქვს რუსული გაზის ყველაზე მსხვილ მომხმარებელ გერმანიას და ასევე ნიდერლანდებს. ისინი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ენერგეტიკული ბაზარი ნორმალურ ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. მათი განცხადებით, რუსულ გაზზე 275 ევროზე დაბალი ჭერი არ უნდა დაწესდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები