მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს - Politico

642d5f249efba
მარიამ ვარადაშვილი
05.04.23 15:49
497
Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს განიხილავს, რომელზეც მუშაობა სავარაუდოდ, აღდგომის შემდეგ დაიწყება. ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდებს პრევენციაზე.

სანქციების ჯერჯერობით ბოლო, მე-10 პაკეტი ევროკავშირმა ომის წლისთავზე დაამტკიცა. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეს რაუნდი ორმაგი გამოყენების საქონლის ტრანზიტის აკრძალვას მოიცავს. ახალი სანქციები ასევე გავრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე, ხოლო დაწესებული შეზღუდვები გავლენას მოახდენს რუსეთიდან იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე რუსული პროპაგანდისტული მედიის მუშაობაზე. ჯამში, სავაჭრო შეზღუდვა დაახლოებით 11 მილიარდი ევროს მოცულობის საქონელს შეეხება. მე-10 პაკეტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნასაც, მათ შორის არიან Alfa და Tinkoff ბანკები.

ამას გარდა, პირველად ევროკავშირის სანქციები მესამე ქვეყანაზე, ირანზეც გავრცელდა. კერძოდ, დასანქცირდა შვიდი ირანული კომპანია, რომლებიც რუსეთთან ომის დროს თანამშრომლობენ, რაც რუსეთისთვის დრონების გადაცემაში გამოიხატება, რომლებსაც თავის მხრივ, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები