მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს - პიტერ სტანო

პიტერ სტანო

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

მან “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღება დაგმო და თქვა, რომ პაკეტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს",- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები