მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ტექნოლოგიურ კომპანიებს დეზინფორმაციის მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდებს

EU

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა თავიანთი პლატფორმებიდან ისრაელ-ჰამასის ომის უკანონო კონტენტი უნდა ამოიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული სამართლებრივი ჯარიმების წინაშე აღმოჩნდებიან - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ სოციალური მედიის ფირმებმა კონფლიქტთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ზრდა შენიშნეს.

სამშაბათს, ევროკავშირის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა ილონ მასკს მიმართა, შეეზღუდა დეზინფორმაციის გავრცელება X(Twitter)-ზე და განუმარტა მფლობელს, რომ პლატფორმა ბოლოდროინდელი ვითარების უკანონო და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

ოთხშაბათს ბრეტონმა მსგავსი გაფრთხილებით მიმართა Meta-ს (META.O) აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს და კომპანიას მოუწოდა, მკაცრად აკონტროლოს გავრცელებული დეზინფორმაცია.

მასკისა და ცუკერბერგისადმი მიწერილ წერილებში ბრეტონმა თქვა, რომ მათ კომპანიებს  24 საათი ჰქონდათ, რათა ევროკავშირისთვის ეცნობებინათ, თუ როგორ აჩერებდნენ მავნე კონტენტის ზრდას თავიანთ პლატფორმებზე.

ახლა, ევროკომისია ცდილობს ყველა სოციალური მედიის კომპანიას შეახსენოს, რომ ჰამასთან დაკავშირებული მავნე შინაარსის ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილება მათ კანონიერად მოეთხოვებათ.

„ინტერნეტში გავრცელებული კონტენტი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰამასთან, კვალიფიცირდება როგორც ტერორისტული შინაარსის, არის უკანონო და უნდა წაიშალოს როგორც DSA ასევე TCO რეგულაციების შესაბამისად“, - განუცხადა Reuters კომისიის სპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები