მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი ციფრული ევროს შემოღებას დააჩქარებს

ევროკავშირი
BM. GE
25.08.25 17:27
914

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სთეიბლქოინების შესახებ კანონების მიღებისა და ციფრული დოლარის ერთგვარი კანონიზაციის ფონზე, საკუთარი ციფრული ვალუტის შემოღებაზე აქტიური მუშაობა ევროკავშირმაც დაიწყო. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ თუ ევროპამ ამერიკული ციფრული დოლარის გამოჩენის ფონზე საკუთარი ვალუტაც არ შემოიღო, ევროს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე საგრძნობლად შესუსტდება.

არსებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ამერიკისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია და ციფრულ ვალუტას არამხოლოდ ისეთ დახურულ სისტემაზე დაამყარებს, როგორიც ცენტრალური ბანკია, არამედ საჯარო ბლოკჩეინ პლატფორმებზეც. ციფრული ევროს ხელმისაწვდომობის გასაზრდელად Ethereum-ისა და Solana-ს გამოყენება განიხილება.

ინიციატივის მომხრეები ფიქრობენ, რომ მსგავსი ფორმით ციფრული ევროს გამოშვება გაზრდის გამჭვირვალობას და მოიტანს ფინანსურ სტაბილურობას. ამასთან, საერთაშორისო დონეზე ევროს კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება. თუმცა იდეის მოწინააღმდეგეები საჯარო ბლოკჩეინ პლატფორმების გამოყენებაში სერიოზულ რისკებს ხედავენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საბოლოო ინფორმაცია ცნობილი 2025 წლის ბოლოს გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები