ევროკომისარმა მარტა კოსმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის €2.5-დან €2.7 მილიარდამდე ($2.9-დან $3.1 მლრდ.-მდე) თანხის გადარიცხვას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
ეს გადაწყვეტილება კიევის მიერ გასულ კვირას გატარებულ წარმატებულ რეფორმებს უკავშირდება.
ამას გარდა, კოსმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნებისა და ვიქტორ ორბანის ბრიუსელის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატით ჩანაცვლების ფონზე უკრაინისთვის €90 მილიარდის ($106 მლრდ.) ოდენობის სესხის გადაცემა საბოლოოდ მოხერხდება.
უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერჰი მარჩენკოს განცხადებით, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარებები 2026 წლისთვის არსებულ $52-მილიარდიან საბიუჯეტო დეფიციტს სრულად დაფარავს. თუმცა, მარტა კოსი განმარტავს, რომ დაფინანსების მიღება უკრაინის მხრიდან გეგმით გათვალისწინებული 173 რეფორმის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.




























