მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი უნგრეთს ბიუჯეტიდან €200 მილიონს დაუქვითავს

უნგრეთი

ევროპულმა კომისიამ სპეციალური პროცედურა აამოქმედა, რომლითაც, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ბლოკის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან €200 მილიონს გამოქვითავს - ამის შესახებ Euronews იტყობინება.

€200-მილიონიანი ჯარიმა, რომელიც ევროპის სასამართლომ უნგრეთს თავშესაფრის მაძიებლებისთვის არასათანადო პირობების შექმნისთვის დაუწესა, ბუდაპეშტს ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დაეფარა. პირველი ვადის გასვლის შემდეგ კი საპატიო პერიოდად 17 სექტემბრამდე ვადა დასახელდა.

თუმცა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ჯარიმის გადახდაზე უარი მეორედაც თქვა, კომისიამ განაცხადა, რომ "კომპენსირების პროცედურას" აამოქმედებდა და €200 მილიონს უნგრეთისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამოიღებს. ამავე დროს, €21-მილიარდიანი აქტივები, რომელიც უნგრეთისთვისაა გამოყოფილი, ბლოკმა ქვეყნის მიერ კანონის უზენაესობის უგულებელყოფისთვის გაყინა.

ამასთანავე, უნგრეთს ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის ყოველდღიურად €1-მილიონიანი საურავიც ეკისრება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ევროპული სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების საპასუხოდ აცხადებს, რომ ევროკავშირმა პირიქით უნდა დააკომპენსიროს ის თანხა, რასაც უნგრეთი ბლოკის საგარეო საზღვრების დასაცავად ხარჯავს. უნგრეთის გამოთვლებით, საუბარი €2 მილიარდამდე თანხაზეა.

უნგრეთმა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული €200-მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადა

უნგრეთი ევროკავშირის საზღვრის დაცვისთვის ბლოკისგან €2-მილიარდიან კომპენსაციას ითხოვს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები