მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირი ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტია ისტორიაში" - ჰერჩინსკი ივანიშვილის განცხადებაზე

ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი

ევროკავშირი ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტია ისტორიაში,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ "იმედთან" ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობა, მაგრამ არა ომის ხარჯზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველები ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

"ევროკავშირი ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტია ისტორიაში. ჩვენ წარმოვადგენთ მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კეთილდღეობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გვსურს საქართველო ჩვენი ოჯახის წევრი იყოს. ახლა ქართველების გადასაწყვეტია, თუ სურთ შემოგვიერთდნენ და გახდნენ ევროკავშირის წევრი. ვიმედოვნებ, ქართველები ხელიდან არ გაუშვებენ ამ შესაძლებლობას",- განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები