მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან

კობახიძე

ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატებთან შეხვედრის თემა „რუსული კანონია“, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, 1 კვირის წინ ჩაინიშნა, მაგრამ საუბრის თემა არ კონკრეტდება.

ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით თავად გაავრცელებენ.

პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ელჩები ირაკლი კობახიძესთან საპროტესტო ნოტით მივიდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “რუსული კანონის” თემაზე ელჩებს მიმართა. როგორც ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, ის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს სთავაზობს საჯარო დისკუსიას კანონპროექტის შესახებ. მისი თქმით, გასული დღეების განმავლობაში, რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები მოვისმინეთ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

"გაგებით ვერ მოვეკიდებით" - პრემიერი "რუსული კანონის" თემაზე ელჩებს მიმართავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები