საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ვადა სექტემბერში ამოეწურა.
რაც შეეხება ახალ ელჩს, ის აქამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის [European External Action Service] თავდაცვისა უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში მმართველი დირექტორი იყო.




























