ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა აპრიორი ევროპელობას არ ნიშნავს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარების ნაწილის მხრიდან კრიტიკული განცხადებების შეფასებისას, პაპუაშვილმა თქვა, რომ ქართული ღირებულებები უფრო სწორია, ვიდრე ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც ევროკავშირის პასპორტი აქვს. პაპუაშვილის მტკიცებით, საქართველოში დემოკრატიას ევროპარლამენტარების ნაწილი აზიანებენ.
"მე მგონი ზოგს ერევა, ევროკავშირის პასპორტის ჯიბეში ქონა აპრიორი ევროპელობას არ ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ ღირებულებებზე რომ გველაპარაკება, იმას კი არ ვუყურებთ ვის რა პასპორტი უდევს, პასპორტები ყველას გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ იმას, რა ღირებულებებს ატარებენ ეს ადამიანები და რიგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ქართული ღირებულებები უფრო სწორი და მაღალია, ვიდრე ზოგიერთი იმ ადამიანის ღირებულება, ვისაც ევროკავშირის პასპორტი უდევს გულის ჯიბეში",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.