ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა გერმანიასთან, იტალიასა და ბულგარეთთან აქვს. ბოლო წლებია ტენდენცია ამ მხრივ არ იცვლება.
მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, გერმანიასთან ვაჭრობამ 596,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იტალიასთან - 248,1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ბულგარეთთან - 228,3 მლნ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ბულგარეთია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ბულგარეთში 82,9 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა იტალია (40 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები (36,6 მლნ აშშ დოლარი).
TOP-10 საექსპორტო საქონელი ევროკავშირში მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით შემდეგია:
- ფეროშენადნობები - 53,3 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 38 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 36,4 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 33,2 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 30,1 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 18,2 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 15,9 მლნ აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 12,2 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 10,3 მლნ აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 10 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, გერმანიიდან (563,4 მლნ აშშ დოლარი), იტალიიდან (207,5 მლნ აშშ დოლარი) და საფრანგეთიდან (157 მლნ აშშ დოლარი) ფიქსირდება.
TOP-10 საიმპორტო საქონელი ევროკავშირში მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - 356,8 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 231,3 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 160,7 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 58 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 35,6 მლნ აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 27,7 მლნ აშშ დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 27,3 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 24,2 მლნ აშშ დოლარი
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 23,5 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 23 მლნ აშშ დოლარი




























