მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ტურისტების მიღების წესის შემსუბუქებას ითხოვს

604f487ddabff
ნათია თაქთაქიშვილი
15.03.21 22:31
770
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებიდან ტურისტების მიღების წესის შემსუბუქებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

რომელი ქვეყნები ითხოვენ შეზღუდვების შემსუბუქებას, არ სახელდება, თუმცა გამოცემა წერს, რომ ესაა ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

კერძოდ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ითხოვს, რომ შენგენის ზონაში შესვლის უფლება იმ ტურისტებმა მიიღონ, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინა გაიკეთეს ან PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ.

Bloomberg-ის ცნობით, მსგავსი სისტემით მუშაობს ე.წ. კოვიდ-პასპორტების სისტემა, რომლითაც ადამიანები ევროკავშირის შიგნით გადაადგილდებიან.

სავარაუდოდ, ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მარტის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები