მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის რომელ ქვეყნებს დაუჯდებათ ყველაზე ძვირი მწვანე მიზნების შეუსრულებლობა?

ევროკავშირი

ახალი კვლევის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს შორის “ძალისხმევის გაზიარების რეგულაციის” (ESR) ფარგლებში ბლოკის წევრი 12 ქვეყანა კლიმატის ეროვნულ მიზნებს 2030 წლამდე სრულად ვერ შეასრულებს, 7 ქვეყანა კი აღნიშნული მიზნების შეუსრულებლობის რისკის ქვეშ დგას - ამ შემთხვევაში ქვეყნებს ევროკავშირისთვის ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

“ძალისხმევის გაზიარების რეგულაცია” ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის პაკეტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ბლოკის წევრი 27 ქვეყნისთვის სათბურის აირების ემისიების სამიზნე ნიშნულებია განსაზღვრული. რეგულაციის ფარგლებში ბლოკის ემისიები 2030 წლისთვის, 2005-თან შედარებით, 40%-ით უნდა შემცირდეს. თითოეული ქვეყნის მწვანე მიზანი მათი მშპ-ს მიხედვით განისაზღვრა. შესაბამისად, მდიდარ ქვეყნებს EU გაცილებით მკაცრ მოთხოვნებს უწესებს.

ორგანიზაცია “ტრანსპორტი და გარემო”-ს კვლევის თანახმად, გერმანია და იტალია იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც კლიმატის მიზნებს ვერ მიაღწევენ, მოწინავე პოზიციებს იკავებენ და სამიზნე მაჩვენებლებს, შესაბამისად, 10% და 7.7%-ით ჩამორჩებიან.

ESR-ის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნებს, რომლებიც სამიზნე მაჩვენებლებს ვერ მიაღწევენ, შესაძლებლობა ექნებათ “ნახშირბადის კრედიტი” ბლოკის წევრი სხვა სახელმწიფოებისგან შეისყიდონ. T&E-ის კვლევის თანახმად, გასაცემი კრედიტების ყველაზე ჭარბ რაოდენობას ესპანეთი, საბერძნეთი და პოლონეთი დააგროვებენ, რომლებიც არა თუ შეასრულებენ ეროვნულ მიზნებს, არამედ გადააჭარბებენ კიდეც მათ. შესაბამისად, ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ ესპანეთი “ნახშირბადის კრედიტების” გაყიდვით 10 მილიარდ ევროს მიიღებს.

კვლევის თანახმად, კრედიტების შეძენა ყველაზე ძვირი - 16.2 მილიარდი ევრო - გერმანიას დაუჯდება. 15.5 მილიარდ ევროს მიაღწევს იტალიის ხარჯებიც. თუმცა, იმის გათვალისიწნებით, რომ სამიზნე მაჩვენებლებს ბევრი ქვეყანა აცდება, კრედიტებზე მოთხოვნას გაზრდის, რაც, სავარაუდოდ, მათზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები