მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სტაგნაციაა - მეორე კვარტალში, გერმანიის ეკონომიკა არ გაზრდილა

გერმანიაში სტაგნაციაა - მეორე კვარტალში, გერმანიის ეკონომიკა არ გაზრდილა
BM.GE
01.08.23 01:00
87

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გერმანიის ეკონომიკა არც გაიზარდა და არც შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპის რიგით მეორე უდიდესი ეკონომიკა სტაგნაციაშია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიაში დაფიქსირებულ ნეგატიურ, 0.1%-იან ზრდას სტაგნაცია ნამდვილად სჯობს, მაგრამ, რეალურად, ეს მაჩვენებელი გერმანიის ეკონომიკის რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს. წლის ბოლოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და გერმანიის ცენტრალური ბანკი ქვეყნის ეკონომიკის 0.3%-იან შემცირებას ვარაუდობენ.

ეკონომიკის ნულოვანი ზრდის ფონზე, წლის ბოლოსთვის, გერმანიაში 6.2%-იანი ინფლაცია არის ნავარაუდევი, რაც, თავისთავად, ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.2%-იან კორექციას წარმოადგენს. მაღალი ინფლაციისა და არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მსოფლიო მედიაში არ წყდება საუბარი გერმანიაზე, როგორც “ევროპის სნეულ ქვეყანაზე”, როგორც მას გასული საუკუნის 90-იან წლებში, გაერთიანების შემდეგ უწოდებდნენ.

გერმანიისგან განსხვავებით, ეკონომიკის მცირე, მაგრამ დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით ხელმოსაჭიდი შედეგი დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებში. 2023 წლის მეორე კვარტალში, საფრანგეთის ეკონომიკა 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო ესპანეთის მშპ-მ 0.4%-ით იმატა, რაც თანხვედრაში არის ევროკომისიის პროგნოზთან და მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ევროკავშირი რეცესიის თავიდან არიდებას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები