მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა აზერბაიჯანი და სომხეთი კოვიდ-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

60de0d27cabcc
თამთა ჯიჯავაძე
01.07.21 22:44
1252
ევროკავშირმა აზერბაიჯანი და სომხეთი კიდევ ცხრა ქვეყანასთან ერთად კოვიდ-უსაფრთხო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა ე.წ მესამე ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე მიიღო. ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბოლო პერიოდში კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. მაგალითად, ბოლო 24 საათში სომხეთში 126 კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა, აზერბაიჯანში კი - 75. 

უსაფრთხო ქვეყნებად მიჩნეული სახელმწიფოებიდან მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონაში შესვლა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ.

იმ ქვეყნების სრული სია, რომლებიც 30 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, შემდეგია:

-სომხეთი
-აზერბაიჯანი
-ბოსნია და ჰერცოგოვინა
-ბრუნეი
-კანადა
-იორდანია
-კოსოვო
-მოლდოვა
-მონტენეგრო
-კატარი
-საუდის არაბეთი.

ამჟამად აღნიშნულ სიაში ასევე შედიან ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი და აშშ.

ე.წ უსაფრთხო ქვეყნების სიას ევროკავშირში ყოველ ორ კვირაში ერთხელ ანახლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები