მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა და სომხეთმა უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადეს

ნიკოლ ფაშინიანი

ევროკავშირი და სომხეთი ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება 9 სექტემბერს, ერევანში გაკეთდა, სადაც ოფიციალური ვიზიტით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ჩავიდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი პროგრესი შეინიშნება. იწყება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე და მიღებულია გადაწყვეტილება, სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებას 17 ივლისს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ელჩმა დაუჭირა მხარი. ამას წინ უძღოდა ერევანსა და ბრიუსელს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები