მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო

ევროკავშირი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ახალი პაკეტით, ევროკავშირი კრძალავს რუსეთიდან ალმასების იმპორტს. აკრძალვა ვრცელდება, როგორც ბუნებრივ, ისე სინთეტიკურ ალმასებსა და ბრილიანტის სამკაულებზე. შეზღუდვა ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შედის.

ახალი პაკეტის მიხედვით, „შავ სიაში“ 29 კომპანია დაემატება, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო და სამრეწველო კომპლექსს - ამ კომპანიებიდან ნაწილი ეკუთვნის მესამე ქვეყნებს, რომლებიც სავაჭრო შეზღუდვების გვერდის ავლაში არიან ჩართული.

ასევე, გაფართოვდა იმ საგნების სია, რომლის რუსეთისთვის მიწოდებაც აკრძალულია, მათ შორის არის ქიმიური ნივთიერებები, ლითიუმის ბატარეები, თერმოსტატები, ძრავები, მანქანების ნაწილები და ინსტრუმენტები.

ამასთან, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომების გამკაცრებას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. ასევე, ევროკავშირი ამკაცრებს წესებს, რათა გააკონტროლოს ნავთობზე დაწესებული ზედა ზღვრის დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები