ევროკავშირმა სამ რუს გავლენიან ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა. ოფიციალური უწყების განმარტებით, ამ პირების სანქცირებისთვის საფუძვლიანი მიზეზი აღარ არსებობს, რადგან მათ სრულად გაწყვიტეს კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან და ისინი არ უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს.
სანქციებისგან განთავისუფლებულ ბიზნესმენებს შორის არიან:
ალექსანდრ შულგინი - ელექტრონული კომერციის პლატფორმის OZON-ის დამფუძნებელი;
ფარხად ახმედოვი - აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი;
გრიგორი ბერეზკინი - ენერგეტიკული კომისიის თავმჯდომარე, მეწარმე-ბიზნესმენი;
ზემოხსენებულ პირებს დაუბრუნდებათ გაყინული აქტივები და მოეხსნებათ მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, სანქცირებულ პირთა სია დაახლოებით 1,800 მოქალაქეს მოიცავს და მათი ნაწილი დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს, ევროკავშირის სასამართლო კი თითოეულ შემთხვევას დამოუკიდებლად განიხილავს.