მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა საზღვარგარეთიდან 2.9 მლრდ ტონა ყავის იმპორტი განახორციელა

6156fb90a3e8c
ნათია თაქთაქიშვილი
01.10.21 21:00
621
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 2020 წელს 2.9 მილიარდი ტონა ყავის იმპორტი განახორციელეს, რომლის ღირებულებამაც 7.5 მილიარდი ევრო შეადგინა.

ევროსტატის ცნობით, არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ყავის იმპორტის უდიდესი ნაწილი ორ ქვეყანაზე მოდიოდა. კერძოდ, ბრაზილიიდან იმპორტირებული იქნა 933,000 ტონა ყავა, რაც მთლიანი ექსპორტის 32%-ია, ხოლო ვიეტნამიდან 643 000 ტონა ყავა, რომელმაც მთლიანი იმპორტის 22%- შეადგინა.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან იმპორტს, იტალია და გერმანია ლიდერობს. გერმანიიდან ყველა ტიპის ყავის იმპორტმა 1.1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 38%-ია, ხოლო გერმანიიდან ყველა ტიპის ყავის იმპორტმა 559 000 ტონა ანუ მთლიანი იმპორტის 19% შეადგინა.

ევროსტატის ცნობით, 2020-ში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჯამურად 1.9 მილიონი ტონა ყავა აწარმოა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი წარმოების 89% ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანაზე მოდიოდა, მათ შორის:

1. იტალია - 616 000 ტონა (მთლიანი წარმოების 32%)
2. გერმანია - 571 000 ტონა (მთლიანი წარმოების 30%)
3. საფრანგეთი - 149 000 ტონა (მთლიანი წარმოების 8%)
4. ნიდერლანდები - 134 000 ტონა (მთლიანი წარმოების 7%)
5. ესპანეთი - 128 000 (მთლიანი წარმოების 7%)
6. შვედეთი - 88 000 (მთლიანი წარმოების 5%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები