მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირმა სომხეთისთვის 202.5 მლნ ევროს პაკეტი დაადასტურა

euarmenia

ევროკავშირმა სომხეთისთვის 200 მილიონი ევროს პაკეტი დაადასტურა. ამის შესახებ The Brussels Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ სომხეთს, რათა განეხილათ ევროკავშირი-სომხეთის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგის პროგრესი ევროკომისარ მარტა კოსის მიერ სომხეთში 19-20 მარტს დაგეგმილი ვიზიტისა და ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტის წინ.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო რეგიონული კავშირის გაუმჯობესებაზე ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების სფეროში. ოთხშაბათს ევროკომისიამ განაცხადა, რომ განხილვები მოიცავდა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის მხარდაჭერას ევროკავშირის რეგიონთაშორისი კავშირის დღის წესრიგთან ერთად.

გამოცემა წერს, რომ "სომხეთის მდგრადობისა და ზრდის გეგმის" ფარგლებში რეფორმებისა და ინვესტიციების საბოლოო დიზაინი დადასტურდა სომხეთის მთავრობასთან, მათ შორის 202.5 მილიონი ევროს მეორე ტრანში. ცნობისთვის, 202.5-მილიონიანი მხარდაჭერა მარტა კოსმა ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში ვიზიტის დროს დააანონსა.

სტრატეგიული დღის წესრიგი ეფუძნება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA), რომელიც ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის მარეგულირებელი ჩარჩოა.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა იმის მიმართ, რასაც ისინი სომხეთის „დემოკრატიულ მედეგობას“ უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები