ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანომ ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის 500 მილიონი ევროთი დაჯარიმება გადაწყვიტა.
Bloomberg-ის ცნობით, საბოლოო განაჩენი მიმდინარე თვეს გახდება ცნობილი, თუმცა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ TikTok-ის მფლობელ ByteDance-ს აღნიშნული ჯარიმა დაეკისრება.
კომისიის განმარტებით, TikTok-ის ადმინისტრაცია უხეშად არღვევს მომხმარებლების მონაცემების დაცვის კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს. როგორც ჩანს, აპლიკაცია ევროპელი მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთში აგზავნის და მათ იქ ამუშავებს, რაც კანონით აკრძალულია.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ მიზეზით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში TikTok-ის გამოყენება სრულად აკრძალა.