ევროკავშირმა უკრაინას დღეს დახმარების პაკეტის ფარგლებში 4.2 მლრდ ევრო გადაურიცხა. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. აღნიშნული დახმარება კიევს Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში გადაერიცხა, შედეგად, ამ პროგრამით ჯამში უკრაინას ევროკავშირისგან 12 მლრდ ევროს ოდენობის დაფინანსება აქვს მიღებული.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, 2024-2027 წლებში, უკრაინა 50 მლრდ ევრომდე მხარდაჭერას მიიღებს გრანტების და სესხების სახით, რათა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობა შენარჩუნდეს და ქვეყნის აღდგენა დაიწყოს.
ცნობისთვის, Ukraine Facility 2024 წლის 1 მარტს ამოქმედდა.