მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ზამთრისთვის მოსამზადებლად უკრაინის დახმარება იქნება.

"ეს ჩემი მერვე ვიზიტია კიევში, გათბობის სეზონი მალე იწყება, რუსეთი კი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას იღებს სამიზნეში", - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ზამთრისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკრაინას 160 მილიონი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან გადაეცემა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ბოლო პერიოდში უკრაინაში 9 გიგავატის სიმძლავრის ენერგოინფრასტრუქტურა გაანადგურა. ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაშიც დაეხმარება და ელექტროენერგიის ექსპორტსაც გაუზრდის.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზამთარში, ელექტრობაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, უკრაინას 6 გიგავატის დეფიციტი შეექმნება. ამასთან, ქვეყანაში განადგურებულია თბოსადგურთა 80% და ჰიდროელექტროსადგურთა მესამედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები