მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა უმსხვილეს რუსულ კრიპტობირჟას სანქციები დაუწესა

რუსეთი კრიპტო

რუსეთ-უკრაინის ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც მოსკოვში დაფუძნებული უმსხვილესი კრიპტობირჟის, Garantex-ის წინააღმდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

მართალია, Garantex-ი აქამდეც იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში, თუმცა ამჯერად მის წინააღმდეგ შეზღუდვები არსებითად გამკაცრდა, რაც, სავარაუდოდ, მის საქმიანობას შეაფერხებს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, Garantex-ი აშშ-ის „შავ სიაშია“, თუმცა ამას კრიპტობირჟისათვის დიდი დარტყმა არ მიუყენებია და ის დღემდე რჩება რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო პლატფორმად.

როგორც ევროკავშირში განმარტავენ, Garantex-ის მეშვეობით სანქცირებული პირები, კომპანიები და ბანკები არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდნენ და საერთაშორისო გადარიცხვებისათვის კრიპტოვალუტებს იყენებდნენ, რაცა დასავლეთის სანქციებისათვის გვერდი აექციათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები