მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა სანქციების დარღვევით $20 მილიარდის კრიპტო ტრანზაქციები გაატარა – აშშ-ის გამოძიება

rus btc

ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანოების დასკვნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ სანქციების დარღვევის გზით 20 მილიარდი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები გაატარა კრიპტოვალუტების დახმარებით.

როგორც ირკვევა, კრიმინალურ სქემაში ჩართული იყო მოსკოვში დაფუძნებული კრიპტობირჟა Garantex-ი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულია.

დანაშაულებრივი სქემა მარტივი პრინციპით მუშაობდა, სანქცირებული პირები საერთაშორისო ტრანზაქციების გასატარებლად Garantex-ის სერვისს და სტეიბლკოინ Tether-ს იყენებდნენ, რომელიც ციფრული დოლარის ფუნქციას ასრულებს.

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ, პასუხისგებაში მიეცემიან როგორც Garantex-თან დაკავშირებული პირები, ასევე ის ამერიკული კომპანიები, რომელმაც არალეგალური ტრანზაქციები მიიღეს და რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები