რუსეთის ცენტრალური ბანკი ბლოკჩეინზე დაფუძნებული სტეიბლკოინის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ციფრული რუბლის ალტერნატივა იქნება, რადგან თავად ამ პროექტმა ვერ გაამართლა და ბოლო წლების განმავლობაში CBDC-ის შექმნის მიმართულებით პროგრესი ფაქტობრივად არ ყოფილა.
CBDC-ის პროექტის გაურკვეველი ვადით შეჩერების ფონზე, რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობს კრიპტოტექნოლოგიის განვითარებაზე და საკუთარი ბლოკჩეინის შექმნაზე, რომლის გაკონტროლება მხოლოდ კრემლს შეეძლება.
თავად სტეიბლკოინის შექმნის საჭიროება იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ რუსეთის პლანეტის ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოა, რომელიც მოწყვეტილია როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემებს, ასევე მსხვილ კრიპტობირჟებს, ამიტომ ქვეყანას საგარეო ვაჭრობისთვის ალტერნატიული გზა სჭირდება, ერთ-ერთი ასეთი გზა კი სწორედ ბლოკჩეინზე გადის.
ზოგადად, სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება. სავარაუდოდ, რუსული სტეიბლკოინის ფასი რუბლის ეკვივალენტი იქნება და არც ამერიკული დოლარის, ისე როგორც ეს Tether-ის შემთხვევაშია.