მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში მოქმედ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

სდვასდვ
11.12.24 18:53
37
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზოლუციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.

სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: გაჯანსაღების გეგმების მომზადება და კრიტიკული ფუნქციები, რეზოლუციის გეგმების მომზადება, სარეზოლუციო ინსტრუმენტები, MREL (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა) და ა.შ.

ეროვნული ბანკი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები